რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რუსეთმა ვერ დაძლია ის პრობლემები, რომლებიც ერთი წლის წინ, უკრაინაში შეჭრისას ჰქონდა

Kevin Dietsch/Getty Images

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, რუსეთის არმიამ ვერ დაძლია ის პრობლემები, რომლებიც ერთი წლის წინ, უკრაინაში შეჭრისას ჰქონდა

"რუსებს აქვთ იგივე პრობლემები, რაც ერთი წლის წინაც აწუხებდათ". - ამბობს კირბი. 

კირბიმ განმარტა, რომ ლოჯისტიკურ პრობლემებს, მათ შორის საკვების მიწოდებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და დანაყოფების კოორდინირებაში არათანმიმდევრულობას გულისხმობდა. 

კირბიმ დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინი გენერლებს "წინდებივით იცვლის", თუმცა, ამით რუსული არმიის პრობლემები არ გვარდება.

კომენტარები