გურია

მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი დავაკავეთ, ის ოზურგეთში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა – შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი. 

"2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები