მიხეილ სააკაშვილი

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: მოსალოდნელია, გათავისუფლების შემდეგ აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილის აზრით, მოსალოდნელია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში სააკაშვილი ხელისუფლებისა და ქვეყნის ევროპული შანსების აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცეს.

"ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არაღიარებული, არმონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების.

ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო". – წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის შეფასებით, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის არგადავადებით ქართველ ხალხს "ჩაკეტილ წრეზე" ტრიალი მიესაჯა, ხოლო მის მიერ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი ის ვერ გათავისუფლდებაიხილეთ ზურაბიშვილის განცხადება სრულად:

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ენმ საგანგებო რეჟიმზე გადადის და პარლამენტში საქმიანობას წვეტს. საპარლამენტო საქმიანობას დროებით ასევე წყვეტს სტრატეგია აღმაშენებელიც.

კომენტარები