მიწისძვრა თურქეთში

ზელენსკი: მზად ვართ, შედეგების დასაძლევად თურქეთს ყველა საჭირო დახმარება გავუწიოთ

ვუსამძიმრებ პრეზიდენტ ერდოღანს, თურქ ხალხს და მიწისძვრის დროს დაღუპულტა ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ დროს ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ, თურქეთს ყველა საჭირო დახმარება გავუწიოთ კატასტროფის შედეგების დასაძლევად. 

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში, სირიის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას, სულ მცირე, 284 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები