მიხეილ სააკაშვილი

ჭიაბერაშვილი: სააკაშვილი ან მოიპოვებს პოლიტიკურ თავისუფლებას, ან მოკვდება

პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან ვამბობ და გავიმეორებ: იგი ან მოიპოვებს პ ო ლ ი ტ ი კ უ რ თავისუფლებას თავისთვის და თავისი ქვეყნისთვის, ან მოკვდება.

ფიზიკურად ის თავისუფალი იყო, მაგრამ მას, როგორც ისტორიულ ფიგურას – ფიზიკური თავისუფლება არად უღირს, თუ მას არ აქვს პოლიტიკური თავისუფლება, და სიცოცხლე არად უღირს, თუ მისი ქვეყანა რუსეთის ჭაობის ნაწილად რჩება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცის, რომ მისი ბრძოლის ეს ყველაზე დრამატული ფაზა სიკვდილითაც რომ დასრულდეს, ის ქვეყნისა და ისტორიის წინაშე პირნათელია. ამიტომ ის თამამად ეთამაშება სიკვდილს. შეიძლება, ვინმეს აღიზიანებს, სააკაშვილმა ქვეყნისა და საკუთრი ბედი ასე გადააჯაჭვა, მაგრამ არავის აქვს უფლება, განსაჯოს იგი: ბოლო 30 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია იმდენი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც მას. და ამ წამებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.

ქოცები ვერ გაიგებენ, სადამდე წასვლა შეუძლია სააკაშვილს. მაგრამ ეს შეიძლება გაიგონ: ქოცებო, თქვენ უკვე ხართ სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები. შანსი გაქვთ, გიგლა ბერბიჭაშვილებიც იყოთ.

წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები