რუსეთი

რუსეთმა ჰიპერბგერითი იარაღით აღჭურვილი ფრეგატით ნორვეგიის ზღვაში წვრთნები ჩაატარა

Russian Defence Ministry/Handout via Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა სამხედრო ხომალდმა, რომელიც ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემითაა აღჭურვილი, ნორვეგიის ზღვაში წვრთნები ჩაატარა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს თქმით, "ფრეგატის, სახელწოდებით "საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი  გორშკოვი", ეკიპაჟმა ნორვეგიის ზღვაში საჰაერო თავდაცვის სასწავლო წვრთნები ჩაატარა".

გასულ კვირას პუტინმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, ცირკონებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში გაუშვაშოიგუს თქმით, ცირკონებით შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია. 

შოიგუმ აღნიშნა ისიც, რომ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტებს ნებისმიერი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლიათ. შოიგუს თქმით, რაკეტების სიჩქარე ბგერის გავრცელების სიჩქარეს 9-ჯერ აღემატება და მათ 1000 კმ-ზე მეტი დიაპაზონი აქვთ. 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გასულ კვირას აშშ გააფრთხილა, რომ ჰიპერბგერითი რაკეტები მალე ნატოს საზღვართან ახლოს იქნებოდა.  

კომენტარები