რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მსოფლიო ომია

პაპი ფრანცისკე

Spanish daily ABC-ისთან ინტერვიუში პაპმა ფრანცისკემ მსოფლიოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა და მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომის თემაც გამოყო. 

სამწუხაროდ, პაპი ვერ ხედავს ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების პერსპექტივას. 

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მსოფლიო ომია. მასში უკვე რამდენიმეს ხელი ურევია. მას გლობალური ხასიათი აქვს. ვფიქრობ, ომი მაშინ იწყება, როცა იმპერია სუსტდება და არსებობს იარაღის არსენალი, რომლის გამოყენება, გაყიდვა და გამოცდაც შესაძლებელია. მე მგონია, რომ ბევრის ინტერესი ურევია ამ ყველაფერში. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. თუმცა ისინი არ მისმენენ. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შემაშფოთებელია. ეს არის უზარმაზარი ბოროტება და მე ამას დაუღალავად დავგმობ”. 

პაპმა ფრანცისკემ ნებისმიერ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მესამედ გაგზავნა მასთან თავისი რელიგიური მრჩევლები. 

“მე ხაზზე ვარ, ვიღებ ხალხს, ვეხმარები…” - თქვა ინტერვიუში პაპმა ფრანცისკემ.

კომენტარები