რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ ბერბოკმა პარიზში დონორთა კონფერენციაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ბუქარესტში გამართულ კონფერენციაზე გერმანიამ უკრაინას 160 მილიონი ევრო გამოუყო.

ამასთან, ბერბოკის თქმით, გერმანია მუშაობს, რომ უკრაინას საშობაოდ გენერატორები, საწვავი და თბილი საბნები მიაწოდოს. 

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრამა აღნიშნა, პუტინის სურვილი უკრაინელი ხალხის გატეხვაა, თუმცა, "გერმანია ამას არ დაუშვებს".

კომენტარები