ირაკლი რუხაძე

ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლო ირაკლი რუხაძისა და Salford-ის საქმეს განიხილავს

ირაკლი რუხაძე
იმედი

დიდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში გასულ კვირას დასრულდა საქმის განხილ, რომელიც ერთი მხრივ, Salford-ის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს - Recovery Partners GP Ltd. და Revoker LLP-ისა და. მეორე მხრივ, ტვ იმედის მფლობელს, ირაკლი რუხაძესა და Revoker LLP-ის კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელსა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს შორის 94 მილიონი დოლარის ნაღდი ფულისა და 85 მილიონი დოლარის (სულ 179 მილიონი დოლარი) ღირებულების აქტივების გამო მიმდინარეობს.

მანამდე, მოსამართლემ ყოფილ თანამშრომლებს უკანონოდ მითვისებული ამ 179 მილიონი დოლარიდან ერთი მეოთხედის, დაახლოებით 45 მილიონი დოლარის, შენარჩუნების უფლება მისცა, სწორედ ამას ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში Salford-ის ორი კომპანია. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით.

გასათვალისწინებელია, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვას ორივე მხარე მოითხოვდათუ სააპელაციო სასამართლომ პირველადი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რუხაძეს და მის თანამზრახველებს, დარიცხული პროცენტის და ასანაზღაურებელი ხარჯების გათვალისწინებით  Salford-სათვის დააახლოებით 160 მილიონი დოლარის გაადახდა მოუწევთ.

ორმა კომპანიამ სამი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ დავა 2016 წელს წამოიწყო. შედეგად დადგინდა, რომ თანამდებობიდან გადადგომით რუხაძემ, ალექსეევმა და მარსონმა დაარღვი კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულება. უფრო კონკრეტულად, როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რათა Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორებოდნენ და აღნიშნული პროექტი მათივე დაფუძნებულ კომპანიას, Hunnewell Partners- მიეთვისებინა.

საბოლოოდ, ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ Salford-ის მიერ დაფუძნებულ Recovery Partners GP Limited-ისა და Revoker LLP- გააჩნიათ მოთხოვნის უფლება Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და შედეგად მიუღებელ მოგებაზე.

საქმე ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ირაკლი რუხაძის და მისი საინვესტიციო ჰოლდინგის, Hunnewell Partners-ის საკუთრებაშია საქართველოს სიდიდით მესამე ბანკი - ლიბერთი ბანკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, Stichting Media Finance International-, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანიების იმედისა და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს ფლობს, ასევე მის საკუთრებაშია მაგთიკომისა და ჰაიდელბერგცემენტის აქციები.

საქმის ქრონოლოგია 

2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის რუსმა ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ, მის ქონებაზე პრეტენზია წამოაყენა და დაიწყო სამართალწარმოება სხვადასხვა იურისდიქციაში

პატარკაციშვილის აქტივების დაცვის და შეგროვების ამოცანა თავდაპირველად მისმა ოჯახმა Salford Capital Partners Inc- (Salford, სალფორდი) მიანდო

ირაკლი რუხაძე ამ კომპანიაში წლები მუშაობდა და კომპანიის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა

2009 წელს აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს.

კომპანია სალფორდი 2001 წლიდან პატარკაციშვილ მრჩეველი იყო ბიზნესის საკითხებში.

3-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, ერთის მხრივ Salford-სა და მეორეს მხრივ რუხაძეს, ალექსეევსა და მარსონს შორის დავა წამოიჭრა, რასაც 2011 წელს მათი გაყრა მოჰყვა. ირაკლი რუხაძის, ბენ მარსონის და იგორ ალექსეევის ქმედებების შედეგად, Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების საქმეს ჩამოშორდნენ, პროექტი კი მათ მიერვე დაარსებულმა კომპანიამ - Hunnewell Partners-მა მიითვისა, განახორციელა და შესაბამისი მოგება და აქტივებიც მიიღო.

2018 წლის ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუხაძემ, ალექსეევმა და მარსონმა ჩაიდინეს კომერციული შეთქმულება, რის შედეგადაც კომპანია Salford-ის მიერ დაფუძნებულმა ფირმებმა გამზადებული მილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს. როგორც მოსამართლე სარა ქოქერილმა დაადგინა, კომერციული შეთქმულების პროცესში მონაწილეებმა "სერიოზულად" დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციალური) ვალდებულება, Salford-მა დაკარგა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ის რუხაძის Hunnewell Partners-მა მიითვისა

ბრიტანული სასამართლოს თანახმად, Salford-ის მიერ დაფუძნებულ ფირმებს აქვთ მოთხოვნის სრული უფლება Hunnewell Partners-ის მიერ მითვისებულ პროექტებსა და ამის შედეგად მიუღებელ მოგებაზე.

2019 წელს განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაცმოსარჩელეებმა ასეთად აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits).

ონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2021 წლის აგვისტოში ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტვ იმედისა და GDS-ის მფლობელი კომპანია - Stitching Media Finance International- დაყადაღდა. სასამართლოს თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება არის შემაკავებელი ზომა, რათა მოპასუხეებმა ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ.

კომენტარები