რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

4 დეკემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, შავი ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს – ხოშტარია

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიას ცნობით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების საპატივცემულოდ 4 დეკემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და საახალწლო ნაძვის ხეს შავ სამგლოვიარო ნაჭრებს შეაბამენ.

"ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა 33 ქართველი ჯარისკაცი. მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძეს. დიდება გმირებს!" – წერს ელენე ხოშტარია.

3 დეკემბრის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები