რეკლამა

(რ) ბინების ყიდვა-გაყიდვა მარტივად და სწრაფად

როგორც წესი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა დროში იწელება ხოლმე, სასურველი ბინის ოფისის, აგარაკის, თუ მიწის ნაკვეთის პოვნა არც ისე მარტივია. 

იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი განცხადება ნახოთ და განიხილოთ თქვენს სურვილებთან ახლოს მდგომი უძრავი ქონების ყველა ვარიანტი, ისეთ პლატფორმას უნდა ეწვიოთ, სადაც გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ ყველაზე მეტი განცხადებაა წარმოდგენილი. ხსენებულ მოთხოვნას ყველაზე იდეალურად უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge აკმაყოფილებს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ მეორეულ, ახალ აშენებულ თუ მშენებარე პროექტებს. 

არეა სპეციალურად საკუთარი მომხმარებლებისთვის წარადგენს დეველოპერული კომპანიების ექსკლუზიურ პროექტებსა და შეთავაზებებს, რითაც აძლევს მათ საშუალებას, პირველებმა ნახონ ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის მშენებარე და ახლად დასრულებული პროექტები და ისარგებლონ განსაკუთრებული ფასებით. 

წინა საახალწლო პერიოდი, ერთ-ერთი გამორჩეული დროა უძრავი ქონების შესაძენად, რადგან განსაკუთრებულ ფასდაკლებებს აცხადებენ დეველოპერები. თუ აპირებთ უძრავი ქონების შეძენას, მაშინ იცოდეთ, რომ ახლა საუკეთესო დროა, გახდეთ area.ge-ს ხშირი სტუმარი და ჩაუსაფრდეთ საუკეთესო შეთავაზებებს.  

არეაზე უძრავი ქონების მოძებნა თქვენთვის მისაღები მახასიათებლებით ძალიან მარტივია. როგორ? საძიებო ფილტრში მონიშნავთ რამდენ ოთახიანი ბინა გსურთ, ან მიუთითებთ საერთო ფართს, სართულს, თქვენთვის მისაღებ ფასს და ძიების ბრძანების მიცემის შემდეგ საიტი შემოგთავაზებთ მხოლოდ იმ მახასიათებლების მქონე გასაყიდ ქონებას, რომელიც თქვენს ინტერესში შედის. 

გარდა იმისა, რომ არეაზე იპოვით სასურველ ქონებას ოპტიმალურ ფასად, პლატფორმა დაგეხმარებათ იპოთეკური სესხის აღებაში. რა იგულისხმება ამაში? 

area.ge-ზე ქონების შერჩევის შემდეგ, განცხადებაშივე ჩაშენებული იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალით გადახვალთ იპოთეკური სესხის გვერდზე, სადაც საიტზე ჩაშენებული სესხის კალკულატორის დახმარებით გამოთვლით, რა თანხის სესხება დაგჭირდებათ შერჩეული ქონების შესაძენად, რამდენი იქნება თანამონაწილეობის პროცენტი, ყოველთვიურად შესატანი თანხა და მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ  გააგრძელებთ სესხის მოთხოვნის პროცედურას, რაც გულისხმობს აპლიკაციის შევსებას პირადი ინფორმაციის მითითებით. სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის შეყვანის შემდეგ გააგზავნით სესხის მოთხოვნას დისტანციურად ერთდროულად სამ სხვადასხვა ბანკში და რომელიც თქვენთვის მისაღებ პირობებს შემოგთავაზებთ, მასთან განაგრძობთ სესხის აღების პროცედურას. 

ბინების ყიდვა - გაყიდვა area.ge-ზე ძალიან მოსახერხებელია, რადგან არეა უქმნის ყველანაირად კომფორტს როგორც მაძიებელს, ისე გაყიდვით დაინტერესებულ პირს, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესები არ იყოს დამღლელი  და კარგ გამოცდილებად იქცეს ნებისმიერი ადამიანისთვის.

კომენტარები