პროტესტი ინდოეთში

პოლიციისა და მომიტინგეების დაპირისპირებისას ინდოეთში 80-ზე მეტი ადამიანი დაშავდა – REUTERS

REUTERS/Munsif Vengattil

ინდოეთში პოლიციასთან შეტაკებისას 80-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, როდესაც სოფლის მცხოვრებლები $900 მილიონი ღირებულების პორტის მშენებლობას აპროტესტებდნენ. პროტესტის ესკალაცია ქრისტიან მეთევზეებს უკავშირდება, რომლებმაც აზიის უმდიდრესი ადამიანის წინააღმდეგ დაპირისპირება გადაწყვიტეს. 

გაუტამ ადანი, რომელიც $23 მილიარდის ღირებულების პორტებსა და ლოჯისტიკურ კომპანიებს ფლობს, პროტესტის შედეგად, იძულებული გახდა ვიჟინჯამის საზღვაო პორტზე მუშაობა შეეწყვიტა. ინდოეთის სამხრეთი ნაწილში მდებარე პორტის მიზანია, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მომგებიან სავაჭრო გზებს დაუკავშირდეს, რაც, თავის მხრივ, გლობალურ სავაჭრო ქსელში ბიზნესს მეტ კავშირებს გაუჩენს. 

პორტზე მშენებლობა სამ თვეზე მეტი ხნის წინ შეჩერდა, მას შემდეგ, რაც სოფლის მცხოვრებლებმა პორტის შესასვლელი გადაკეტეს. მათივე თქმით, მშენებლობები ეროზიას და საარსებო წყლის წართმევას იწვევს. 

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, პროტესტანტების ქმედებებზე საპასუხოდ, პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა, რის შემდეგაც, კათოლიკე მღვდლების ხელმძღვანელობით ასობით პროტესტანტი პოლიციის პერსონალს შეეტაკა და მათი მანქანები დააზიანა. 

ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანმა, აჯით კუმარმა Reuters-ს განუცხადა, რომ შეტაკებისას 36 ოფიცერი დაიჭრა. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯოზეფ ჯონსონმა თქვა, რომ, სულ მცირე, 46 მომიტინგე დაშავდა.

კომენტარები