ლვოვსა და კიევს ელექტროენერგია არ მიეწოდება

Pavlo Palamarchuk/Reuters

რუსეთის ფარტომასშტაბიანი შეტევების შედეგად უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქი ლვოვი და დედაქალაქი კიევი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მეზობელმა ქვეყანამ - მოლდოვამაც გაავრცელა ინფორმაცია ელექტროენერგიის “მასიური” გათიშვის შესახებ, თუმცა მასზე იერიში პირდაპირ არ მიუტანით.

ლვოვის მერმა მოსახლეობას თავის შეფარებისკენ მოუწოდა, ხოლო კიევის რეგიონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ თავს დაესხნენ რიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე.

აღსაღნიშნია, რომ რუსეთმა ბოლო დროს გაზარდა თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ქსელებზე. ამასთან, მოლდოვის ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა, როგორც ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ Twitter-ზე დაწერა.

მანამდე უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება გამოცხადდა, რასაც რიგ ლოკაციებზე აფეთქებების შესახებ ცნობები მოჰყვა. ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ თქვა, რომ ბავშვები მასწავლებლებთან ერთად თავშესაფრებში გადაიყვანეს. 

კიევსა და ლვოვში არსებული მდგომარეობის გაცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ სამხრეთ უკრაინას თავს ხელახლა დაესხნენ.

კომენტარები