რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ომში წარუმატებლობამ და მობილიზაციამ პუტინის მთავარ მოკავშირეებში განხეთქილება გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებიან საზღვაო ძალების აღლუმს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, 2022 წლის 31 ივლისი
Sputnik/Alexei Danichev/Pool via REUTERS

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საბრძოლო წარუმატებლობამ და მობილიზაციის გამოცხადებამ პუტინის მთავარ მხარდამჭერ ჯგუფებს შორის განხეთქილება გამოიწვია.

ომის კვლევის ინსტიტუტის გამოყოფს 3 ჯგუფს, ვისაც სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს უკრაინაში ომზე: სამხედრო ჟურნალისტები და ბლოგერები, ყოფილი სამხედრო ოფიცრები და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები და მათი ძალაუფლებრივი რესურსები, მათ შორის მოიაზრებიან ვაგნერის ჯგუფის შემქმნელი იევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც.

ინსტიტუტის ცნობით, პუტინს ამ სამივე ჯგუფისგან სჭირდება მხარდაჭერა, თუმცა თითოეულს ომისადმი განსხვავებული მიდგომები აქვს და მათ შორის განხეთქილებამ, შესაძლოა, პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზეც იქონიოს გავლენა. ამ ჯგუფებს შორის განხეთქილება კი, ISW-ის ცნობით, ფრონტზე დამარცხებების და მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებული არეულობის გამო დაიწყო.

ანალიტიკოსების თანახმად, პუტინს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები ლუგანსკზე მეტად აინტერესებს.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსულმა საინფორმაციო სივრცემ - კრემლის პროპაგანდისტების, ექსპერტებისა და ბლოგერების შემადგენლობით - მარცხი ძალების დაგვიანებით გაგზავნას დაუკავშირეს, ამასთანავე, ღიად აკრიტიკებდა მობილიზაციის დროს განმეორებით ბიუროკრატიულ ჩავარდნებს.

კრემლის სპიკერები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციით რუსეთი გამოიმუშავებდა საკმარის ძალას შეტევითი ოპერაციების განახლებისა და ინიციატივის აღსადგენად. 

პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები