რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზახაროვა აშშ-ს: თუ რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებლად ცნობთ, დიპლომატიურ კავშირს გავწყვეტთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს. 

"ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება უკუქმედებას განაპირობებს და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა იყოს. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს". - თქვა ზახაროვამ.

კომენტარები