რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი რკინის ფარდა ეშვება

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი სტოკჰოლმში 2 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ
Jonathan Nackstrand/AFP/Getty Images

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი "რკინის ფარდა" ეშვება. ამის შესახებ ლავროვმა ბელარუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება რკინის ფარდას, ის პრაქტიკულად უკვე დაშვებულია. ისინი [დასავლეთის ქვეყნები] ფრთხილად უნდა მოიქცნენ". - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განმარტებით, მოსკოვი ვაშინგტონსა და ბელარუსს აღარ ენდობა. მისი თქმით, "ევროკავშირს რუსეთის ინტერესები არ ესმის". 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა. აშშ-მ და კანადამ სრულად აკრძალეს რუსული ნავთობის იმპორტი. ევროკავშირმა კი მიიღო ეტაპობრივი ნავთობის ემბარგოს გეგმა. ასევე, G7-ის სამიტზე განიხილეს იმპორტირებული ნავთობის ფასის ლიმიტი. 

კომენტარები