რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტრანპორტიორებს გაუგზავნის

CNN

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ინფორმაციით, საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორსა და დამხმარე მანქანებს გაუგზავნის.

"მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადაადგილებისთვის ჯარებს ჯავშანტექნიკა სჭირდებათ. საფრანგეთი [უკრაინას] მნიშვნელოვანი რაოდენობის VAB სატრანსპორტო მანქანებს გადასცემს, რომლებიც შეიარაღებულია. იგი შეიქმნა 1970-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მწარმოებლების Saviem-ისა და Renault-ის მიერ და პირველად 1976 წელს გამოიყენეს". - თქვა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა.

კომენტარები