საქართველო-ევროკავშირი

აუშტრევიჩიუსი: საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეინარჩუნოს ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები

​ჩვენმა აღმოსავლელმა პარტნიორებმა, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს და დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ევროპულ გზას. ჩვენ უნდა ვიაროთ ახლა ამ გზაზე ერთად და გავერთიანდეთ ლიბერალური დემოკრატიის გასამარჯვებლად აღმოსავლეთის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. მჯერა, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ბელარუსი ასევე გაიმეორებს თავის მსვლელობას ევროპისკენ.

უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს გამხნევება, გააგრძელოს მისი მსვლელობა, გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსს. მსურს, მივულოცო უკრაინისა და მოლდოვას მოსახლეობას მათი მიღწევების გამო და გავამხნევო საქართველოს მოსახლეობა, შეინარჩუნონ ერთიანობა და მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები.

თქვა რეფორმატორების პარტიიდან, პეტრას აუშტრევიჩიუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები