რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზახაროვა: დასავლეთი სასურსათო კრიზისის პროვოკატორია

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთი, რომელიც რუსეთს სასურსათო კრიზისში ადანაშაულებს, რეალურად მოქმედებს როგორც "პროვოკატორი" და "გამკოტრებელი".

"ამაში დასავლეთის ქვეყნები უნდა დავადანაშაულოთ, რომლებიც პროვოკატორებისა და დამღუპველების როლს ასრულებენ.

[...] ფაქტობრივად, სრულიად საპირისპირო გამოდის - მარცვლეულის რაოდენობა ბაზარზე უფრო დიდია, ვიდრე წინა წლებში იყო, იზრდება ვაჭრობის მოცულობაც". - წერს ზახაროვა Telegram-ზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მარცვლეულის გაძვირებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

კომენტარები