რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი არასრულწლოვანი ლტოლვილებისთვის სავიზო წესებს შეცვლის

Felipe Dana/AP

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი არასრულწლოვნებისთვის სავიზო წესებს შეცვლის, რათა მოზარდებმა დიდ ბრიტანეთში შესვლა გამარტივებულად შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-ის ჟურნალისტი ავრცელებს. 

მოქმედი სავიზო წესის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც თან მშობელი ან მეურვე არ ახლავთ, დიდ ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ. ახალი წესი ამ შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს. 

ახალი წესის ცვლილება ასობით ლტოლვილ ბავშვსა და მოზარდს დიდ ბრიტანეთში შესვლის საშუალებას მისცემს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები