ავტოავარია

ბათუმში 2 ბავშვს ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი დაიღუპა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ ბავშვს ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 7 წლისაა, მეორე კი მასზე პატარა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. 

კომენტარები