რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა არტილერიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბრიგადის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ შავი ზღვის ფლოტის რუსული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ შავი ზღვის ფლოტის რუსული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, სამი რუსი ოფიცერი მოკვდა, 14 კი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, საარტილერიო დარტყმის შედეგად შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადის (სამხედრო ნაწილი 13140, სევასტოპოლი) სამეთაურო პუნქტი განადგურდა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები