რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვის კომენტარის შემდეგ, ისრაელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას გეგმავს

Times of Israel

ისრაელი უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციასთან ამასთან დაკავშირებით ისრაელის მედია, Haaretz ავრცელებს. 

მას შემდეგ, რაც კვირების განმავლობაში ისრაელი უკრაინისთვის სამხედრო მიწოდების საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა შეცვალა. 

Haaretz-ი ანონიმურ დიპლომატ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი შეტევითი იარაღის ან მოწინავე თავდაცვითი ტექნოლოგიების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ ისეთი დახმარების პაკეტის შემუშავებას შეეცდება, რომელიც მოსკოვთან კრიზისის ესკალაციას არ გამოიწვევს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისრაელი კოლეგა, იაირ ლაფიდი "ანტიისტორიულ განცხადებებში" დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, ხსნის ფაქტს, თუ რატომ უჭერს ისრაელის მოქმედი მთავრობა "ნეონაციუსტ რეჟიმს კიევში" მხარს.

რუსეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვს იტალიური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ როგორ ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის "დენაციფიკაციის" მცდელობას, მაშინ, როცა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ებრაელია.

"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – უპასუხა სერგეი ლავროვმა შეკითხვას.

ამ ფაქტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლავროვის კომენტარი უპატიებელია და ისრაელი მისგან ბოდიშს ელის. 

ასევე, ამ სიტყვების განმარტებისთვის ისრაელმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.

"ეს არის უპატიებელი და მიუღებელი კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ბოდიშს ველით... ებრაელები ჰოლოკოსტში საკუთარ თავებს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა არის თავად ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება". – თქვა იაირ ლაფიდმა სერგეი ლავროვის სიტყვებზე.

კომენტარები