რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბირთვულ ომში გამარჯვებული არ იქნება - ლავროვი

სერგეი ლავროვი
Daily Mail

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს, რადგან მას არ შეიძლება ჰყავდეს "გამარჯვებული". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთის ქვეყნებს ამ პრინციპის დაცვისკენ მოუწოდა

"რუსეთმა მოახერხა ყველა ქვეყნისგან იმ პირობის მიღება, რომ ისინი ბირთვულ ომს არ აწარმოებდნენ, ის ამაში ჩემპიონია". - ციტირებს სერგეი ლავროვის სიტყვებს CNN.

კითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს სრული კონტროლი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ჰქონდეს სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე, ლავროვმა თქვა, რომ სამხედრო ოპერაციები და მათი მიზნები საგარეო საქმეთა მინისტრის კომპეტენცია არ არის. 

ლავროვმა ასევე არ უპასუხა შეკითხვას, დასრულდება თუ არა დონბასში "სამხედრო ოპერაცია" 9 მაისს, რუსეთის ყოველწლიური გამარჯვების დღეს, ვინაიდან ზოგიერთი ანალიტიკოსისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, სწორედ ამ თარიღში სურს ვლადიმირ პუტინს "კიდევ ერთი გამარჯვების" აღნიშვნა.

"სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც ის მიზნები, რაც რუსეთს აქვს, მიღწეული იქნება". - თქვა ლავროვმა. 

ლავროვმა ასევე ისაუბრა დასავლეთის სანქციების ზეწოლასა და მათი შემსუბუქების საკითხზე.

"მათ არ იციან ისტორია. რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის იყო სანქციები დაწესებული. ამ უკანასკნელმა აღშფოთებამ და სანქციების ტალღამ დასავლეთის რეალური სახე აჩვენა... მაგრამ იმის დაჯერება, რომ რუსეთი ატირდება და შეწყალებას ითხოვს... მათ არაფერი იციან რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ არ იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რუსეთთან". - თქვა ლავროვმა

კომენტარები