რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: დასავლეთი უკრაინას რუსეთის თავდასხმისკენ ღიად მოუწოდებს

მარია ზახაროვა
RT

კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსეთის თავდასხმისკენ ღიად მოუწოდებენ. 

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება.

ზახაროვას მიხედვით, დასავლეთმა რუსეთზე თავდასხმების გამო შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრიტანეთს უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის "პროვოცირებაში" ადანაშაულებს. ხოლო, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, NATO მარიონეტულ ომს აწარმოებს. 

ამასთანავე, რუსეთი უკრაინას მის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ნავთობის საცავზე ბელგოროდში, თავდასხმაში ადანაშაულებს, მაგრამ უკრაინულ ძალებს ამას არ ადასტურებენ

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები