რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს გენერალური მდივანი მოსკოვში ჩავა და პუტინს შეხვდება

25 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას გაეროს გენერალური შტაბის ასოცირებული წარმომადგენელი, ერი კანეკო ავრცელებს

ამასთან ერთად, ანტონიო გუტიერეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქმიანი ვახშმის დროს გაესაუბრება.

21 აპრილს გაეროს წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის თქმით, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და უკრაინაში, ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები