არნოლდ შვარცენეგერი

არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოყვა, დაშავებულია ერთი ადამიანი

MustShareNews

არნოლდ შვარცენეგერი ლოს-ანჯელესში მომხდარი მსხვილი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. 

ავარიის შედეგად ოთხი მანქანა, მათ შორის მსახიობის GMC Yukon დაზიანდა. დაშავდა Toyota Prius-ის მძღოლი ქალი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა მონაწილე ადგილზე ლოს-ანჯელესის პოლიციამ დაკითხა. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ყოფილი გუბერნატორის ალკოტესტი უარყოფითია. 

"ბატონი შვარცენეგერი თავს კარგად გრძნობს, მას დაშავებული ქალის ბედი ანაღვლებს". – წერია მსახიობის წარმომადგენლის განცხადებაში. 

გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით ავარია შვარცენეგერის დაუდევრობით მოხდა. მსახიობმა წითელ შუქზე გაიარა და გზაჯვარედინზე მიმავალ ტოიტას დაეჯახა. 

 

კომენტარები