რეკლამა

(რ) იპოთეკური სესხის მოთხოვნა ერთდროულად სამ ბანკში

უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა area.ge ნებისმიერ მსურველს ეხმარება ბინის
ყიდვა, გაყიდვა, გაქირავების პროცესში, მაძიებელს კი უმარტივებს სასურველი ქონების
პოვნას.

არეაზე წარმოდგენილია როგორც მშენებარე და მეორეული, ასევე დასრულებული
პროექტები, რომელთა დეტალურად დათვალიერება შესაძლებელია ხსენებულ საიტზე.
განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობით გამორჩეულ პლატფორმაზე,
ყოველდღიურად ახლდება შეთავაზებები, რაც უფრო ამარტივებს სასურველი
საცხოვრებლის პოვნას.

მომხმარებლისთვის მისაღები ქონების მოძებნის შემდეგ, განცხადების გვერდიდანვე
შესაძლებელია იპოთეკური სესხის დისტანციური მოთხოვნა, თანაც სამ ბანკში ერთად.
კოვიდაფეთქების ფონზე, მაშინ როცა ვირუსის გავრცელება უკონტროლოა, დიდი
კომფორტია იპოთეკური სესხის აღება დისტანციურად. დამღლელი სამუშაო დღის
შემდეგ ბანკში რიგში დგომა ნამდვილად არასახარბიელოა. მიმდინარე მოვლენების
გათვალისწინებითა და მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შეთავაზების
მიზნით, არეა იძლევა შესაძლებლობას, სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად
დააფიქსიროთ განაცხადი იპოთეკური სესხის მოთხოვნის შესახებ.

რა პროცედურებია ამისთვის საჭირო? განსაკუთრებული და რთული არაფერი. area.ge-
ზე მარტივი მონაცემების შეყვანის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს
მიუთითოს იპოთეკური სესხის ოდენობა, თანამონაწილეობა, სესხის ვადა და
გადათვალოს რა იქნება ყოველთვიური შესატანი. აპლიკაციის შევსების შემდეგ კი
პლატფორმიდანვეა შესაძლებელი იპოთეკური სესხის მოთხოვნის დისტანციურად
გაგზავნა. მეტი არჩევანისთვის მონიშნავთ სამ ბანკს: საქართველოს ბანკი, თიბისი და
VTB ბანკი. თუ რა მონაცემები უნდა შეავსოთ აპლიკაციაში ამის შესახებ დეტალური
ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს.

ვის შეუძლია იპოთეკური სესხის მოთხოვნა?

ბინის ყიდვა დღესდღეობით მარტივი საქმე არ არის. უძრავი ქონების შესაძენად
იპოთეკური სესხი ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან იძლევა შესაძლებლობას თან
იცხოვრო ახალ სახლში და თან დაფარო მისი ღირებულება.

იპოთეკური სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც area.ge-ზე შეარჩევს
ბინას და დააკმაყოფილებს ბანკის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელიც
განისაზღვრება თავად ბანკის მიერ.

იპოთეკური სესხი გაიცემა ქონების უზრუნველყოფით. იპოთეკით შესაძლოა
დაიტვირთოს როგორც თქვენს მფლობელობაში არსებული სხვა ქონება, ისე ახალი
ქონება, რომლის ყიდვასაც ამ ტიპის სესხით აპირებთ.

იპოთეკური სესხის თანამონაწილეობა და საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია
კომერციული ბანკის შეთავაზებასა და კლიენტთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე.
იპოთეკური სესხის აღებისას მინიმალური თანამონაწილეობა თანხის 10%-შეადგენს.
თუმცა, რაც უფრო მაღალია თანამონაწილეობის პროცენტი, მით უფრო უკეთეს
პირობებში შეუძლია აიღოს მომხმარებელმა გრძელვადიანი იპოთეკური სესხი.
თანამსესხებელი შესაძლოა იყოს მშობელი, შვილი, მეუღლე, და-ძმა.

სესხის მინიმალური ვადა, თანამონაწილეობა და საშეღავათო პერიოდიც
დამოკიდებულია კომერციული ბანკების შეთავაზებებზე.

იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში წინასწარი შენატანის, ყოველთვიური
შენატანის მოცულობისა და ვადის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის
გადათვლისა და დისტანციურად მოთხოვნის ფუნქციით არეას საიტზე. მოთხოვნის
გაგზავნის შემდეგ, ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, დააზუსტებს
დეტალებს და დაიწყებს სესხის გაცემის პროცედურას.

კომენტარები