თოლორაია: ადამიანის უფლებების სფეროსთვის ვეტო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა

[ვეტოს] მოლოდინი გააჩინა მისმა საკმაოდ მწვავე განცხადებამ, რომელიც მან გაავრცელა რამდენიმე დღის წინ, რისთვისაც მას კიდევ ვუხდი ძალიან დიდ მადლობას და, რა თქმა უნდა, ამ ფონზე არსებობდა მოლოდინი, რომ იგი გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ალბათ უფრო კონკრეტულად მას უნდა ვკითხოთ, რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი, იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში ასევე თავად ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და პრობლემები, რომელზეც ის საუბრობდა პირველ განცხადებაში, პრობლემად დარჩა ამ შემთხვევაში.

ის, რომ კანონი მიღებული იქნა დაჩქარებული წესით, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა, ის, რომ გაუქმდა არჩევითი თანამდებობა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიჩნეული, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა, იმ ფონზე, როდესაც მთელი პროცესი ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა დახურულ კარს მიღმა კონსპირაციულად, ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, იძლეოდა საკმარის საფუძველს იმისა, რომ ვეტო ყოფილიყო გამოყენებული. შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმანაც, რომ პარლამენტმა წინასწარ გამოაცხადა, რომ არანაირი აზრი ამ ვეტოს არ ექნებოდა და ის იქნებოდა დაძლეული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამსახურისთვის და ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროსთვის ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი.

თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

დღეს, 13 იანვარს, პრეზიდენტმა განცხადება გავრცელდა, სადაც წერია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო.

კომენტარები