კანიე უესტი

Netflix-მა კანიე უესტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თიზერი გამოაქვეყნა [VIDEO]

სტრიმინგ სერვისი Netflix პოპულარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, კანიე უესტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Jeen-Yuhs: A Kanye Trilogy თიზერს ავრცელებს. 3-ნაწილიანი სურათის პრემიერა კინოთეატრებში 10 თებერვალს შედგება, Netflix-ის პლატფორმაზე კი ფილმის პირველი ნაწილი 16 თებერვალს გამოქვეყნდება.

დოკუმენტურ ფილმზე რეჟისორები, კლარენს სიმონსი და ჩაიკ ოზა, კოლაბორაციული პროექტით Coodie & Chike, 21 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტში ცნობილი რეპერის ამ დრომდე გამოუქვეყნებელი საარქივო კადრები იქნება გამოყენებული.

კომენტარები