კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ომიკრონის ცირკულაცია 45%-ის ფარგლებშია

დღევანდელი ომიკრონის ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში არის, დაახლოებით, 45%-ის ფარგლებში. 30% არის რეგიონებში და 60% თბილისში. ომიკრონის გაშუალედებული პროცენტი არის, დაახლოებით, 45%-ის ფარგლებში და რაც მთავარია, ეს არის მზარდი, საკმაოდ სწრაფად მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ამასთან ერთად, რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, 951 შემთხვევაა ლაბორატორიულად ლუგარში დადასტურებული ომიკრონის.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები