კანიე უესტი

ჯულია ფოქსი: კანიე უესტმა მე-2 შეხვედრაზე ტანსაცმლით სავსე ოთახი დამახვედრა

ჯულია ფოქსმა ახალ ინტერვიუში კანიე უესტთან ურთიერთობაში ყოფნა დაადასტურა და გაიხსენა, სად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს პირველად.

Uncut Gems-ის მსახიობის თქმით, ის და Ye ახალ წელს მაიამიზე შეხვდნენ და "მყისიერი კავშირი" ჰქონდათ.

"Ye-ს ახალ წელს მაიამიზე შევხვდი და ჩვენ შორის მყისიერი კავშირი ჩამოყალიბდა. მისი ენერგიის გარშემო ყოფნა ძალიან სამხიარულოა. იგი მე და ჩემს მეგობრებს მთელი ღამე გვაცინებდა, გვაცეკვებდა და გვაღიმებდა. გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა გაგვეგრძელებინა და ნიუ-იორკში დავბრუნებულიყავით Slave Play-ს სანახავად. Ye-ს თვითმფრინავი 6 საათზე დაჯდა, სპექტაკლი 7 საათზე იწყებოდა და ის ზუსტად დროზე მოვიდა. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. სპექტაკლის შემდეგ Carbone-ში ვახშამი გადავწყვიტეთ, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რესტორანია", - ამბობს ფოქსი.

ჯულია ფოქსი იხსენებს, რომ რესტორანში ყოფნისას კანიე უესტი მას ფოტოებს უღებდა, სანამ სხვა ადამიანები სადილობდნენ, შემდეგ კი სასტუმროს ოთახში სიურპრიზი დაახვედრა.

"ვახშამის შემდეგ Ye-ს ჩემთვის სიურპრიზი ჰქონდა. კვლავ შოკში ვარ. Ye-ს სასტუმროს ოთახი ტანსაცმლით ჰქონდა გავსებული. ეს იყო ყველა გოგოს ახდენილი ოცნება. არ ვიცი, როგორ გააკეთა ეს ყველაფერი, ან როგორ მოასწრო, მაგრამ გაოგნებული ვიყავი. ვინ შვება ასეთ რაღაცებს მეორე შეხვედრაზე? ან რომელიმე შეხვედრაზე!", - თქვა მან.

გამოცემისთვის ჯულია ფოქსმა და კანიე უესტმა ფოტოები გადაიღეს, რომელიც Interview Magazine-მა ინტერვიუსთან ერთად გამოაქვეყნა.

კომენტარები