საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია კობახიძეზე: ჩვენნაირი ქვეყნისთვის აშშ-ს ელჩთან ამ ტიპის პინგ-პონგი კატასტროფაა

საკითხის შინაარს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ჩვენნაირი საფრთხეების მქონე ქვეყნისთვის, რომლისთვისაც სასიცოცხლო მნიშნელობა აქვს, რომ აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთობა, თავისუფალ სამყაროსთან დაახლოება მოხდეს, ნაბიჯების გადადგმა სჭირდება ნატოს წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიისკენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ თემაზე ამერიკის ელჩთან ამ ტიპის პინგ-პონგი კატასტროფაა. ეს არ უნდა დაუშვა, მნიშვნელობა არ აქვს საკითხის შინაარსს.  

[...] პასუხი, რომ აშშ არის ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს უტიფრობას, უცოდინრობას და სიბნელეს. აშშ არის ქვეყანა, სადაც ნახევარს ან მეტს მუდმივად ცენტრალური მთავრობისგან ოპოზიციაში მყოფი პარტიის გუბერნატორი და იმ შტატების ხელისუფლება აკონტროლებს. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე საუბრისას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კელი დეგნანის კრიტიკას კობახიძემ უპასუხა, რომ ის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის.

კომენტარები