კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი ანტივაქსერებზე: ამირან გამყრელიძეს ნუ დააბრალებთ, ნურც მთავრობას

თქვენ თუ კარგად შეისწავლით ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, რაც ახლა ხდება ევროპაში, ამერიკაში და სხვა წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავი და დიდია. ზოგგან შეიძლება იყოს 40%, ზოგგან 50%, 20%, 30% და ასე შემდეგ. გააჩნია ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მაგრამ ის, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ძალიან ლიბერალურ და ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში. ეს რას უნდა დავაბრალოთ არ ვიცი. მაინცდამაინც ამირან გამყრელიძეს ნუ დააბრალებთ ამ საკითხს, ძალიან გთხოვთ, და ნურც მთავრობას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მოსახლეობას შევთავაზეთ არჩევანი. რას ვგულისხმობ არჩევანში – ჩემი განწყობაა, რომ აქ ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო. როცა მოვედი მე პრემიერად, მაშინ არც ვაქცინები გვქონდა და ძალიან რთული ვითარება გვქონდა მაგ მიმართულებითაც. რეგულაციებიც მაშინ მოვხსენით, ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებები იყო იმიტომ, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ხელი არ შეგვეშალა. მეორე, ჩვენ 5 მილიონამდე ვაქცინა ჩამოვიტანეთ, დღეის მდგომარეობით, მილიონობით ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ყველანაირი, ყველა სახის. [...] მე ვფიქრობ, არ დაგვიანდა, ძალიან ბევრი აგრესიული აქტიური კამპანიაც ჩაატარა მთავრობამ, თითქმის ყოველდღიურად ამ კამპანიაში ჩართული ვიყავით.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები