კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: უკვე 800-მდე 12-15 წლის ბავშვი აიცრა, აქედან ორჯერადად – 60-მდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში 12-15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში უკვე 800-მდე ბავშვი აიცრა. აქედან ორჯერადად - 60-მდე ბავშვი. მისივე ინფორმაციით, ვაქცინირებულია 16-17 წლის 10-11 000 მოზარდი.

საქართველოში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს Pfizer-ის ვაქცინით აცრა 9 ნოემბრიდან შეუძლიათ. იქამდე, 7 ოქტომბრიდან, Covid-ვაქცინაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იყო დაშვებული.

კომენტარები