ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა ასეთი ტენდენცია, რომ ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. სინამდვილეში, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, იზრდება მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მისი ორივე კომპონენტი, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს, ანუ თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტის ზრდა არის მხოლოდ 24%, ამას აღვნიშნავთ იმის გამო, რომ ჩვენმა პოლიტიკამ უკვე შედეგები გამოიღო, რომელიც არის იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე ორიენტირებული, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი და ზოგადად, ექსპორტის ზრდა დიდი შემომტანია მთლიან ეკონომიკურ ზრდაში და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წლი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას.
tbl.ge/5rl7
დაკოპირდა
თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ამავე თემაზე
- საქსტატი: მე-3 კვარტალში საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა
- შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1 წელში 31.4 ლარით გაიზარდა და 255.1 ლარი გახდა
- უკრაინაში ომის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5%-დან 2.5%-მდე შენელდება – მსოფლიო ბანკი
- იანვარში საქართველოს ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა
- საქართველოში უმუშევრობის დონე 19%-ს შეადგენს, რაც გლობალურ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია