კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 436 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.73%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 32 011 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 483 პაციენტი. 

დღიური დადებითობა - 10.73%-ია, ბოლო 14 დღის - 9.6%, ბოლო 7 დღის - 9.13%

ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 208 დადასტურდა, აჭარაში - 87, იმერეთში - 729, ქვემო ქართლში - 221, შიდა ქართლში - 195, გურიაში - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 235, კახეთში - 539, მცხეთა-მთიანეთში - 48, სამცხე-ჯავახეთში - 68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  692 240 შემთვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 630 961  ადამიანი გამოჯანმრთელდა,  9 742 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 51 511 აქტიური შემთხვევაა.

1 490 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 545 მუკრნალობს, აჭარაში - 132, იმერეთში - 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 309 პაციენტია,  მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 28.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები