აშშ: სირიაში დრონებით თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია ალ-კაიდას ლიდერი

Reuters

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ს ძალებმა სირიაში დრონებით თავდასხმის დროს ალ-კაიდას ლიდერი, აბდულ ჰამიდ ალ მატარი, მოკლეს.

"ალ-კაიდას მნიშვნელოვანი ლიდერის ლიკვიდაცია შეამცირებს ორგანიზაციის შესაძლებლობას, ზიანი მიაყენონ აშშ-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებსა და უდანაშაულო ადამიანებს". - ამბობს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მაიორი, ჯონ რიგსბი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მ დრონებით თავდასხმა სირიაში, აშშ-ის ფორპოსტზე მომხდარი თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ განახორციელა.

კომენტარები