კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 581 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.93%-ია

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 123 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 494 ადამიანი.  

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 255, შიდა ქართლი - 200, გურია - 112, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 349, კახეთი - 878, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 40 359 აქტიური შემთხვევაა.  1 193 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 პირი. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები