ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია COVID-ბარათების EU-ს ბაზასთან მიერთებაზე: პროგნოზი გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური

მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაო, რაც არის საჭირო, რომ ქვეყანა მიუერთდეს ევროკავშირის ერთიან ბაზას კოვიდსტატუსის აღიარებასთან დაკავშირებით, შესრულებულია, მივიღეთ პირველი დადებითი გამოხმაურება ევროკავშირის მხრიდან - მზაობა შეფასდა როგორც საკმაოდ მაღალი, არის სამუშაოების ბოლო ეტაპი, ძალიან მოკლე დროში დავასრულებთ და მოსახლეობას ვაცნობებთ ამის შესახებ, პროგნოზი გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კითხვაზე, როდის მიუერთდება ქართული COVID-პასპორტის QR კოდი ევროკავშირის ბაზას. ამ დროისთვის, ქართული აცრის ბარათის შტრიხ კოდებს ევროკავშირის ქვეყნებში ვერ კითხულობენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 20 აგვისტოს ცნო თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდპასპორტები და მათ იგივე ძალა აქვთ, რაც ევროკავშირის საბუთს.

კომენტარები