არჩევნები 2021

 "კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს" – გახარიას გუნდი პროკურატურას მიმართავს

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

პროკურატურაში განცხადება საქართველოსთვის წევრებმა, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომელიც არის დანაშაული, ჩვენ ვისმენთ, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის მხრიდან, ბრალდებებს ჩვენი გუნდის ლიდერის და ჩვენი გუნდის მიმართებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში და ვითხოვთ სწრაფ, ეფექტიან და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას. პირველ რიგში ვითხოვთ ირაკლი კობახიძის დაკითხვას, ინფორმაციის დაუდასტურებლობის შემთხვევაში უნდა დადგეს კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით". - ამბობს პარტია საქართველოსთვის  წევრი ანა ბუჩუკური. 

კომენტარები