რუსეთი

რუსეთში უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, დაღუპულია 5 ადამიანი

20 სექტემბრის დილით რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა. სახმედრო ფრომაში და Huglu-ს იარაღით შეიარაღებული კაცმა კამპუსის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში შევიდა. თავდამსხმელმა სულ მცირე 30-ჯერ გაისროლა. სროლის გამო სტუდენტების ნაწილი ფანჯრებიდან ხტებოდა, ბევრი აუდიტორიებში ჩაიკეტა.  

საგამოძიებო კომიტეტის დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი და დაჭრილია 6.  კომიტეტის თანახმად, თავდამსხმელი დაკავებულია. დაკავების დროს მსროლელმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და დაიჭრა.

მედია 112-ის და BAZA-ს თანახმად, თავდამსხმელი 18 წლის ტიმურ ბეკმანსუროვია. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მსროლელი პერმის უნივერსიტეტის სტუდენტია.

კომენტარები