კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ამდენი ინფიცირებულისას იდეალური ჯანდაცვაც ვერ უზრუნველყოფს ნაკლებ გარდაცვალებას

ჯანდაცვის სექტორმა გამოცდა ძალიან კარგად ჩააბარა. რაც შეეხება გარდაცვალების საკმაოდ დიდ შემთხვევებს - 60-80 გარდაცვლილს, ეს, ბუნებრივია, ავადმყოფების ასეთი რაოდენობის დროს, იდეალური ჯანდაცვაც კი ვერ უზრუნველყოფდა ამაზე ნაკლებ გარდაცვალებას. ეს, უბრალოდ, გარდაუვალია.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ფორმულასთან ინტერვიუში. დღეს, 18 სექტემბერს, კორონავირუსით კიდევ 52 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ს 8 498 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები