კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 533 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.37%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 383 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი.

10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.37%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.50%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 34 538. საავადმყოფოში 6 214 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათგან 374 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმთელდა  536 321 პაციენტი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები