ვაქცინაცია

გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალში და მასწავლებლებში სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ

პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე მასწავლებლებში იყოს სავალდებულო [ვაქცინაცია], რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები