ეკონომიკა

თურნავა: ბიზნესს გაუჩნდა სტაბილურობის განცდა

ბიზნესს გაუჩნდა მომავლის იმედი, სტაბილურობის განცდა, ძალიან დიდი მონდომებით აკეთებენ ახალ ინვესტიციებს, ახალ კონტრაქტებს დებენ, აფართოვებენ ექსპორტის, ვაჭრობის არეალს და წარმოებას, ხდება გადაიარაღება, ამაზე მეტყველებს ის ინტერესი, რითიც ბიზნესები მონაწილეობენ თუნდაც სახელმწიფო პროგრამებში და თქვენ იცით, რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" კიდევ უფრო ფართოვდება.

[...] ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეკონომიკა არ ჩერდება, ვითარდება და მართლაც უპრეცენდენტო ზრდა არის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები აღარ დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები