ლიონელ მესიმ ბარსელონა დატოვა

dailymail.co.uk

"ახალი კონტრაქტი ვეღარ დაიდება ფინანსური და სტრუქტურული პრობლემების გამო". - ბარსელონას პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ლიონელ მესიმ კატალონიური კლუბი დატოვა.

მათივე თქმით, ბარსელონამ ვერ შეძლო ახალი კონტრაქტის გაფორმება 34 წლის არგენტინელთან ესპანეთის ჩემპიონატის ფინანსური წესების გამო.

"ლიონელ მესი აღარ ითამაშებს ბარსელონაში. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის ასრულება არ მოხერხდება“. - წერია კლუბის განცხადებაში.

იქამდე ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, Forbes-ი წერდა, რომ ბარსელონას ვარსკვლავის ლიონელ მესის მოლაპარაკებები კლუბთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჩიხშია შესული. 

MARCA-ს მიხედვით, მესის კონტრაქტის გახანგრძლივება "შეუძლებელია" - მოლაპარაკებები "ზღვარს გადავიდა". მათივე თქმით, მესის "აღარ მოსწონს ამჟამინდელი გუნდი" და სხვა კაპიტნებმა უკვე იციან ამ გადაწყვეტილების შესახებ. 

კომენტარები