IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 89% აპირებს, ხმა მისცეს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე

ტაბულა

IRI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 75% დანამდვილებით აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემას, 14% კი არჩევნებში, სავარაუდოდ, მიიღებს  მონაწილეობას.

  • ნაწილობრივ არა – 3%
  • სრულიად არა – 6%
  • არ იცის / უარი პასუხზე – 2%

კვლევის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებია: საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა, შესაბამისი პარტიის არარსებობა, არჩევნების უმნიშვნელობა და სხვა. 

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

კომენტარები