ლევ ლეშენკოს ვიზიტი

წერეთელი ლეშჩენკოზე: მთავრობა მასპინძლობს ადამიანს, ვისაც წვლილი აქვს ქვეყნის ოკუპაციაში

იმ ამბების შემდეგ, რაც 20 ივნისს მოხდა, შემდეგ სულ ახლახანს იყო სკანდალი,
რომელიც პოზნერს უკავშირდებოდა, იგივეს აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება, ახლა მასპინძლობს რუს მომღერალს, ლეშჩენკოს, რომელიც, ვიცით, რომ უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ადამიანი იყო აბსოლიტურად წინააღმდეგი საქართველოსი, მისი პოლიტიკის, მისი დამოუკიდებლობის და რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს, უკეტავდნენ რესტორნებს? ხომ წარმოგვიდგენია, როგორი მოფერება იქნება ამ ადამიანის მიმართ და ქართული სტუმარმასპინძლობის ჩვენება. ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ის ადამიანები, ვისაც გარკვეული, ზოგს კი სერიოზული წვლილი აქვთ, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად მიდი-მოდიან საქართველოში, ქეიფობენ, კარგ დროს ატარებენ და არაფერიც არ ხდება. უფრო მეტიც, მათ მასპინძლობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ან მათი ოჯახის წევრები და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ისაუბრა. მთავარი არხის გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მომღერალი, ლევ ლეშჩენკო, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა, საქართველოში ისვენებს და მას ხელისუფლების წარმომადგენლები მასპინძლობენ.

კომენტარები