COVID-19-ით ინფიცირებული მესამე ჩვილი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე მყოფი მესამე ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა: "მკურნალობა კვლავ სჭირდება, მაგრამ ამჟამად მდგომარეობა გაუმჯობესებულია“. -  თქვა მაია ჩხაიძემ.

ამასთან ერთად, მაია ჩხაიძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ ციციშვილის კლინიკაში ადგილები აღარ დარჩა პაციენტების მისაღებად.

"ადგილები აღარ გვაქვს, პრაქტიკულად, გაჩერებული ვართ. 90 ბავშვი წევს და 24 რეანიმაციაშია. გაჩერებული გვაქვს მიღება". - თქვა მაია ჩხაიძემ.

გასულ კვირაში ციციშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა.

კომენტარები